მოკლული ტრანსგენდერი მხოლოდ დედამ არ მიატოვა - "საბი" მშობლიურ სოფელში გადაასვენეს

მოკლული ტრანსგენდერი მხოლოდ დედამ არ მიატოვა - "საბი" მშობლიურ სოფელში გადაასვენეს

ტრანსგენდერი 25 წლის ბექა ბერიანის ცხედარი თბილისიდან გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, მშობლიურ სახლში გადაასვენეს. მეზობლების თქმით, ბოლო დროს ბექა სოფელში იშვიათად ჩადიოდა. გურჯაანელ ბექას საზოგადოება საბის სახელით იცნობდა. მას არაერთ შოუში უსაუბრია ღიად თავის ორიენტაციაზე. ამბობდა, რომ 19 წლის ასაკიდან შეიცვალა ორიენტაცია და თბილისში ჩამოვიდა. ახლობლები ამის გამო წუხდნენ და ბევრი არ ელაპარაკებოდა, თუმცა დღეს ყველა წუხს მომხდარის გამო. ის მხოლოდ დედას არ მიუტოვებია და შვილთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ამბობს, რომ შვილთან ამ მტკივნეულ თემაზე არ საუბრობდა.

ბექა წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა. მას პეკინის 14 ნომერში, მეხუთე სართულზე ერთოთახიანი ბინა ჰქონდა ნაქირავები. სწორედ იმ ბინაში შენიშნეს გვიან ღამით მეზობლებმა ცეცხლის ალი და მაშინვე სახანძრო სამსახური გამოიძახეს. მაშველებმა სახლში შეღწევა რკინის კარიდან ვერ შეძლეს, ამიტომ საცხოვრებელში აივნიდან შევიდნენ. შიგნით უკვე ძლიერი ცეცხლი იყო მოდებული. ოთახში, საწოლთან ეგდო გარდაცვლილი ახალგაზრდა. საბის ცხედარს მაშველებმა დანახშირებამდე მიუსწრეს და იქიდან გამოასვენეს.

იხილეთ სტატია სრულად

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია