სამტრედიაში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ქალი დაკავებულია

სამტრედიაში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ქალი დაკავებულია

სამტრედიის რაიონში მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ქალი დაკავებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიშში მცირეწლოვანი ბავში დაახლოებით 3 კვირის წინ გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ოჯახის ახლობელია, რომლის შვილი ერთი წლის წინ გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, მან ნათესავების ბავშვი სოფელ ღანირიდან საკუთარ სახლში, სოფელ ჩხენიში წაიყვანა და ბალიშით გაგუდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია