მთავარია ივანიშვილმა გაიგოს - რატომ მოიხიბლა ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი სულთან სულეიმანის ანდერძით

მთავარია ივანიშვილმა გაიგოს - რატომ მოიხიბლა ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი სულთან სულეიმანის ანდერძით

მომღერალ ნინო ჩხეიძის მეუღლე, ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი ბიძინა ივანიშვილს ოსმალეთის სულთნის ანდერძს შეასხსენებს.

"ოსმალეთის სულთნის ანდერძი, რომელმაც მსოფლიო გააოცა - იგავი სულეიმანისგან

სიკვდილის წინ სულთან სულეიმანმა მთავარსარდალი მოიხმო და მას თავისი სამი სურვილი გაანდო:

1. ვბრძანებ, რომ ჩემი სასახლე ხელით წაიღონ ჩვენი დროისა და ოსმალეთის იმპერიის ყველაზე სახელოვანმა მკურნალებმა, რადგან ყველამ დაინახოს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ექიმებიც უძლურნი არიან სიკვდილის წინაშე.

2. გზად, რომელზეც ჩემს სასახლეს გაატარებენ, მიმოფანტონ ოქრო და ძვირფასი ქვები, რათა ხალხმა დაინახოს, რომ სიმდიდრე, რასაც ამქვეყნად ვიხვეჭთ, ამ ქვეყანაშივე რჩება.

3. მსურს, რომ სასახლიდან ჩემი ხელები მოჩანდეს, რათა დაიმახსოვრონ, რომ მთელი ქვეყნის ფადიშაჰიც კი ამ ქვეყნიდან ცარიელი ხელებით წავიდა ....

გამგებმა გაიგოს", - დაწერა სოციალურ ქსელში კორახაშვილმა.

ბიზნესმენის პოსტს მეგობრები გამოეხმაურნენ:

- ბიძინას ელაპარაკები? :)))

გიორგი კორახაშვილი: ბოლოში ჩემი ფრაზაა - გამგებმა გაიგოს-თქო ))

- ბოლოზე გითხარი მეც :)))

გიორგი კორახაშვილი: მთავარია გაიგოს ))