მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ივანიშვილს და ღარიბაშვილ-მარგველაშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ივანიშვილს და ღარიბაშვილ-მარგველაშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას ასტროლოგიურ ჭრილში აფასებს. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან.

"ასავალ-დასავალი", "პოლიტიკური ვარსკვლავთწყობა" (იბეჭდება არასრული ვერსია)

***

- რაში მდგომარეობს ხელისუფლების მთავარი შეცდომა?

- საკადრო პოლიტიკაში! ბიძინა ივანიშვილმა წარმოუდგენელი შეცდომები დაუშვა, მიუხედავად მის მიმართ ჩემი პატივისცემისა (ერთადერთი პრემიერ-მინისტრი იყო, რომელმაც მითხრა, რომ ასტროლოგია დიდი ეზოთერული მეცნიერებაა), ხმამაღლა მინდა განვაცხადო - კარგია, რომ გადადგა, მაგრამ ეს ნაბიჯი გაცილებით ადრე უნდა გადაედგა, როგორც კი სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები წააგეს! პოლიტიკაში ივანიშვილი დაინგრევა და იმ ქვეყანასაც დაანგრევს, სადაც ის ამ სფეროში იქნება წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ნგრევა თავად არ სურს, უბრალოდ, ის პოლიტიკისთვის არ არის დაბადებული.

- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- ჰოროსკოპის მიხედვით, პოლიტიკაში მას შავი მთვარე ჰყავს - შავი მთვარე კი სატანური ძალაა! თითქოს, პოლიტიკურ საქმიანობას თავი დაანება, მაგრამ, რეალურად, ნაცრისფერი კარდინალია, მის გარეშე არაფერი კეთდება. ვურჩევ, თავი დაანებოს ირაკლი ღარიბაშვილს, სააკაშვილმა თუ უკან დაგვწია თავისი უგუნურებითა და არნახული მისწრაფებით ფულისადმი, ივანიშვილმა უკან დაგვწია არასწორი საკადრო პოლიტიკით. რეალურად, დღეს ჩვენ ვუყურებთ "ქართულ ოცნებასა" და ფრაქციებს შორის ჭიდაობას და არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი. ეკონომიკა ერთ ადგილზე დგას, სხვა სფეროებიც ყურადღების მიღმა რჩება... ივანიშვილი უნდა ჩაერიოს მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში და არა ყველა საკითხში!

- ბატონო მიშა, სულ მალე ბიძინა ივანიშვილი, როგორც თანაწამყვანი, სატელევიზიო გადაცემაშიც მიიღებს მონაწილეობას...

- მეგობრულად ვურჩევ, არ ეწყინოს - მას არა აქვს ქარიზმა და ვერც შეიცვლება, ვერც ტემბრს შეიცვლის... მენტორული ტონით ის საზოგადოებას ვერ დაელაპარაკება (აკი, სწორედ ასეთი ტონით ესაუბრა ჟურნალისტებს). მისი კრედოა საქმის ჩუმად კეთება და გაუგებარია, რატომ გაუჩნდა პომპეზურობის სურვილი?! ვურჩევ, თავი აარიდოს ამ გადაცემებს, ის უკვე შესულია ისტორიაში, არ დაკარგოს ავტორიტეტი და ხალხის გაღიზიანება არ გამოიწვიოს.

- ირაკლი ღარიბაშვილზე რა შეგიძლიათ თქვათ?

- ირაკლი ჰოროსკოპით კირჩხიბია, პოლიტიკური გამოცდილება აკლია, მაგრამ აქვს ინტუიცია, გონებამახვილია, ნიჭიერი, მაგრამ ამუხრუჭებს ის, რომ ჩარჩოშია მოქცეული, ივანიშვილის გარეშე ნაბიჯს ვერ დგამს, მის წესებს ემორჩილება, შესაბამისად, არ ეძლევა განვითარების საშუალება! რეალურად, ირაკლის გვერდით ჰყავს ბიძინა ივანიშვილის კადრები და საკუთარის მიყვანის უფლება არა აქვს. სკამებზე სხედან პატრიოტიზმის პრეტენზიით, მაგრამ, სინამდვილეში, მაღალი ხელფასების მიღების სურვილი ამოძრავებთ. მახსოვს, ერთხელ ნუგზარ ერგემლიძემ გულწრფელად თქვა, პარლამენტში მოვედი იმიტომ, რომ ოჯახს უჭირსო... მოკლედ, უნდა დასრულდეს საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრი და მიხედონ ქვეყანას!

- გიორგი მარგველაშვილის მომავალი როგორ გესახებათ?

- როცა მარგველაშვილმა განაცხადა, "პლასტელინის" კაცი ვარო, გამეცინა. ქალწულის ზოდიაქოს კაცია და მამლის წელიწადშია დაბადებული, ამიტომ "პლასტელინი" ვერ იქნება. მამალია, უკან არ დაიხევს, მერე რა, რომ ფილოსოფოსია, საკმაოდ პრინციპულია, არავის გაეთელინება. ახლა მთავრობასა და მას შორის დაპირისპირებაა და ვისი შეცდომის ბრალია? - ბიძინა ივანიშვილის, კადრები არასწორად შეარჩია. ერთხელ მაინც ჰკითხონ რჩევა ასტროლოგებს, დავით აღმაშენებელს ჰყავდა პირადი ასტროლოგი, თამარ მეფესაც... თუნდაც რონალდ რეიგანი, ფრანსუა მიტერანი და პუტინი ავიღოთ, მათაც!

გაზეთი "ასავალ-დასავალი"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?