#18 დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა

#18 დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა

სასჯელაღსრულების #18 (სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო) დაწესებულებაში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე განმარტებით, გარდაცვლილი 1980 წელს დაბადებული მსჯავრდებული ჯ.ი-ა.

"ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს", - აცხადებენ უწყებაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია