გოგონა, რომელსაც სახლში გველები ჰყავს, ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკში მიიპატიჟეს

გოგონა, რომელსაც სახლში გველები ჰყავს, ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკში მიიპატიჟეს

23 წლის თეკლა კვაჭაძე სტუდენტია, სწავლობს ზოოვეტში. სურვილი აქვს პალეონტოლოგიას დაეუფლოს და შესაბამისი განათლების მიღებას აპირებს. ახლა ზოოპარკში მუშაობს, ეგზოტარიუმის მომვლელია და ამას სიამოვნებით აკეთებს. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ეგზოტიკური ცხოველების კოლექციონერობა ჩვეულებრივი რამ არ არის. თბილისში გველები, მორიელები და ობობები სახლში ცოტას თუ ჰყავს. სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ თეკლა და მას ამ გატაცების შესახებ დაწვრილებით გამოვკითხეთ.

- ცხოველები ბავშვობიდან მიყვარს. გველების, ხვლიკებისა და ისეთი ცხოველების ინტერესი, რომელიც ბევრში ზიზღის გრძნობას იწვევს, ადრეულ ასაკში გამიჩნდა. მაინტერესებდა, რატომ ეზიზღებოდა ხალხს. ხან ხვლიკები მომყავდა სახლში, ხან მდინარის კიბორჩხალები, ხან ობობებს ვიჭერდი ტყეში და სახლში მოვათრევდი.

- როგორც ვიცი, კორპუსის ბინაში ცხოვრობ, ოჯახის წევრებს რა რეაქცია ჰქონდათ ამ უცნაურ გატაცებაზე?

- მაქსიმალურად მიწყობდნენ ხელს, რომ ეს ინტერესი დამეკმაყოფილებინა. ერთი ძმა მყავს, ჩემზე უფროსია, მამა ჩვენთან არ ცხოვრობს.

- როგორ აჯობე უფროს ძმას იმაში, რომ სახლის დიდი ნაწილი შენს განკარგულებაშია, მასაც აქვს მსგავსი ინტერესი?

- (იღიმება) არა, იძულებულია, ეს ყველაფერი აიტანოს. გატუტუცებული ბავშვი ვიყავი და ამ ახირებებს მპატიობდნენ. პირველად შინ გველი რომ მოვიყვანე, 18 წლის ვიყავი. ეს არ ყოფილა სიურპრიზი ოჯახისთვის, დედას წინასწარ შევუთანხმდი. მთელი ოჯახი ელოდებოდა.

- გველი საიდან მოიყვანე?

- ერევნიდან ჩამომიყვანეს, წარმოშობით სამხრეთ ამერიკიდანაა. ეს იყო ბარტერული გაცვლა, რამდენიმე აქაურ შხამიან გველზე გავცვალე. მაშინ უკვე ზოოპარკში ვმუშაობდი, აქ 16 წლიდან ვმუშაობ. ორწლიანი პრაქტიკის შემდეგ ჩამოვყალიბდი, რა მინდოდა. როცა უკვე მივხვდი, რომ შევძლებდი გველების მოვლას, ტერარიუმის აწყობას, გველი შინ მოვიყვანე.

- ე.ი. გველებს სახლიც თავად მოუწყვე?

- კი, ელიავაზე ვიყავი. შევკარი ''ფანერკები'', დავამაგრე მინები...

- მეზობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ნორმალური, მეზობლური. იციან, რომ მათ მეზობელს ასეთი გატაცება აქვს და ისიც იციან, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. უკვე ხშირად აღარ მსტუმრობენ, მაგრამ ნამდვილად ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ის გველები, რომლებიც მე მყავს, სრულიად უვნებელია.

- რა გველები გყავს სახლში?

- ერთი მახრჩობელა, ორი გუტატა - სიმინდის მცურავი და ორი ობსოლეტა - ნარინჯისფერი მცურავი.

იხილეთ გაგრძელება

რეალური "რაპუნცელები" ძველი ეპოქიდან - რატომ ატარებდნენ ქალები კოჭებამდე თმას (ფოტოები)

მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის - სიღარიბესა და მარტოობაში მცხოვრები გენიოსის სევდიანი ამბავი

შემოქმედის ეპარქიის მონაზვნები ქართული ნაგაზის ლეკვებით - ფოტოები მონასტრული ცხოვრებიდან