"გელას მკვლელს ალბათ ურეკავდნენ და აგიჟებდნენ, შენი ცოლი ამასთან და ამასთან დადისო" - რატომ მოკლეს ყვარელში პოლიციელი?!

"გელას მკვლელს ალბათ ურეკავდნენ და აგიჟებდნენ, შენი ცოლი ამასთან და ამასთან დადისო" - რატომ მოკლეს ყვარელში პოლიციელი?!

დეტექტივ-გამომძიებელ გელა ფიცხელაურის მკვლელობამ ყვარელში ვნებათაღელვა გამოიწვია. "ქუჩაში ჩვეულებრივ ამბად იქცა რიგითი ხალხის დახოცვა, ახლა პოლიციელების ხოცვაც დაიწყეს... ამის შემდეგ რაიმე კარგზე როგორ უნდა იფიქრო?!" - ამბობს დანაშაულის გახშირებით შეშფოთებული ხალხი. თუმცა, ყვარელის საზოგადოების დიდ ნაწილს ფაქტის მიმართ მძიმე განწყობა სხვა მხრივაც აქვს: "გელა ფიცხელაური საუკეთესო პოლიციელი და გამორჩეული ადამიანი იყო, მის სიკვდილს მთელი ქალაქი ვგლოვობთ; მისი ნაადრევად წასვლა დასანანია"... გელა ფიცხელაური გადაჭრილი სანადირო თოფიდან საკუთარ სადარბაზოში ზურგიდან დაცხრილეს. მკვლელი 1986 წელს დაბადებული ილია სეფაშვილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ვაზნები ნადირის დასახოცი საფანტით იყო დატენილი. მკვლელი პოლიციელს საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა. როცა ფიცხელაურმა ეზოში ავტომანქანა გააჩერა და საკუთარ სადარბაზოსკენ გაემართა, ის მსხვერპლს უკან მიჰყვა... მძიმედ დაჭრილმა პოლიციელმა, რომელსაც მსხვილი საფანტით მიყენებული ყველა ნატყვიარიდან სისხლი სდიოდა, ძალა მოიკრიბა და ცოლს დაურეკა, - მიშველეო. გელა ფიცხელააური სიკვდილს საოპერაციო მაგიდაზე დილამდე ებრძოდა... ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა.

ზურაბ ჩხაიძე, ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე:

- გელა ფიცხელაურის სიკვდილს ნამდვილად მთელი ყვარელი გლოვობს, - აქ არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც გელასაგან არადამიანური საქციელი ან თუნდაც პირადი შეურაცხყოფა ახსოვდეს. გელას ყველასთან შეეძლო საერთო ენის გამონახვა და ყველა გაკვირვებულია მას რა უნდა გაეკეთებნა ისეთი, რომ მოეკლათ....

- თუმცა, მისმა სიკვდილმა ხალხს ერთ-ერთ გამოცემაში დაბეჭდილი სტატია გაახსენა, სადაც წერდნენ, რომ გარდაცვლილი პოლიციელი გარეული იყო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ლევან სამხარაულის მკვლელობაში, რომ მას ლევან სამხარაულის მკვლელთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და სწორედ მან "დაავერბოვკა..."

-სენსაციების მაძიებელი მედიის დაინტერესება გამოგონილი სკანდალური ფაქტებით ძნელი როდია. როგორც მე ვიცი, გელამ იცოდა, ვინ შეუკვეთა ეს წერილი გაზეთს, მაგრამ არ ამბობდა, - არ ღირს ამაზე გამოკიდებაო... მაგრამ გელა ლევან სამხარულის მკვლელობის დამგეგმავი და მომზადებელი კაცი ვერ იქნებოდა; მისგან ეს შეუძლებელი იყო...

განაგრძეთ კითხვა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია