ზოგადი აღწერა: დრაკონის წელში გამოშვებული ავტომობილი ენერგიულობის, სიჯანსაღის, აქტიურობის სიმბოლოა. იგი არასოდეს მოგატყუებთ და ზუსტად ამართლებს თქვენს პირველ შთაბეჭდილებას მისი დანახვისას. იგი კარღია მანქანაა, თავისი კეთილშობილების გამო ყველას კარგი თვალით უყურებს და ენდობა, ამიტომ დიდი შანსია, რომ მოატყუონ. იგი ძალიან მგრძნობიარეა, სატერფულზე თითოეულ გრამს გრძნობს და მისი საკმარისზე-მეტ-კუბიანი ძრავი ყველაფერზე რეაგირებს. იგი იმდენად მგრძნობიარეა, რომ ქართული ასფალტისთვის დაგენანება კიდეც. მისი ცხოვრებისეული მიზანი სრულყოფილებისკენ სწრაფვაა და ამას საკუთარი მფლობელისგანაც მოითხოვს. ასე რომ თუ ქალაქში შეამჩნევთ მძღოლს, რომლის პერანგიც იდეალური სიზუსტით იმეორებს ავტომობილის ფერს და ტონალობას, იცოდეთ, თქვენს წინაშე დრაკონი მანქანის მფლობელია.
დრაკონის წელში გამოშვებული ავტომობილი თვითდაჯერებულობას და სტატუსს ასხივებს, ამიტომაც იგი ხშირად გამოიყენება, როგორც სხვადასხვა კომპლექსის დაფარვის იარაღი. დრაკონი გამოირჩევა ძლიერი ძრავით, (ხანდახან ზედმეტად ძლიერითაც კი) და ამ ძრავის მიერ გამომუშავებული ენერგიის ვირტუოზული მართვის სისტემით. მას იშვიათად „სტკივდება“ რაიმე, მაგრამ თუ სიჩქარეთა კოლოფი გაუცვდა - შეიძლება კატის წელში გამოშვებული 2 ავტომობილის ფასი დაგიჯდეთ.
იხილეთ ვრცლად http://casco.ge/index.php?c=2012