შინაგან საქმეთა სამინისტროში გლდანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გოგონა, რომელიც ერთ-ერთ სავაჭრო ჯიხურზე ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაშავდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება და საავადმყოფოშია მოთავსებული", - აცხადებენ უწყებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შეჯახების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სხეულის დაზიანება გამოიწვია.
"შემთხვევის შედეგად მძღოლი არ მიმალულა, ის გამოძიებასთან თანამშრომლობს", - აღნიშნავენ სამინისტროში.
გლდანში შემთხვევა წუხელ მოხდა. მე-3 მიკრორაიონში ერთ-ერთ ჯიხურს ავტომობილი დაეხაჯა. დაშავებული ჯიხურის გამყიდველია.