75 წლის ქალი საკუთარ ნათლულს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

75 წლის ქალი საკუთარ ნათლულს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ძმებმა როხვაძეებმა, დასთან ერთად, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან 75 წლის დედის გაუპატიურება გააპტოტესტეს და საქმის გამოძიება აქციით მოითხოვეს. მათი თქმით, დანაშაული ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთში 21 სექტემბერს მოხდა. დაზარალებულმა ქალბატონმა სირცხვილისა და შიშის გამო მომხდარი შვილებს მოგვიანებით გაუმხილა. დანაშაულში ეჭვიმტანილი აღიარებს, რომ როხვაძეების სახლში შუაღამისას ნამდვილად შეიჭრა, მაგრამ არა გაუპატიურების, არამედ იმ მიზნით, რომ მეზობლისგან გაეგო ამ უკანსკნელმა ცულით რატომ დაუჩეხა საახალწლო ღორი. საქმის წარმოება ორივე მხარის ადვოკატებს აქვთ მინდობილი.

გოჩა როხვაძე, დაზარალებული ქალბატონის ვაჟი:

- ეგ კაცი ჩვენი სახლიდან 200 მეტრში ცხოვრობს. სულ ჩვენთან იყო, დედაჩემის გაზრდილია, დედაჩემი ასმევდა და აჭმევდა, ბოლის მონათლა კიდეც. ამის მერე ადგა და მაგ ბიძურმა საწყალი ქალი გააუპატიურა!

"კვირის პალიტრა": სანამ ამ ფაქტზე ისაუბრებდეთ, იქნებ განგვიმარტოთ ამ უბედურებამდე საქმე რამ მიიყვანა?

გოჩა როხვაძე: იმან, რომ ეგ კაცი 38 წლის არის, მაგრამ არცერთი ქალი არ ეკარება, იმიტომ, რომ აყროლებული, მახინჯი და ბინძური ადამიანია. მენახირედ მუშაობს, ღორებს და ძროხებს მწყემსავს და როგორც ნახირიდან ბრუნდება, ისე წვება და დგება... თანაც მაგას რა ხანია ბებრები მოსწონს, - სანამ დედაჩემთან ასე მოხდებოდა, სოფელმა იცის, რომ მანამდე კიდევ ერთ ბებერ ქალს მიუვარდა, მაგრამ იმ ქალთან სქესობრივი აქტი არ მომხდარა, იმ ქალმა წინააღმდეგობა გაუწია და ჯოხის ცემით გამოაგდო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია