"ტიროდა, მეუღლის საფლავი ენატრება" - ასლან აბაშიძის საქართველოში დაბრუნების გეგმაზე მეგობარი საუბრობს

"ტიროდა, მეუღლის საფლავი ენატრება" - ასლან აბაშიძის საქართველოში დაბრუნების გეგმაზე მეგობარი საუბრობს

ასლან აბაშიძის მეგობარი და თანამებრძოლი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე მიიჩნევს, რომ მემედ აბაშიძის ღირსეული შვილიშვლი, რომელსაც ამ რამდენიმე დღის წინათ ტელეფონით ესაუბრა, სამშობლოში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს და მისი ხელშეუხებლობა დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს. აღნიშნულის შესახებ ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს, რომელშიც ასლან აბაშიძესთან სატელეფონო საუბარს იხსენებს.

ფრაგენტი ინტერვიუდან:

"ასავალ დასავალი": ბატონო ელიზბარ, ასლან აბაშიძესაც ხომ არ უტირია, როცა ტელეფონით გელაპარაკებოდათ?

ელიზბარ ჯაველიძე: ამ რამდენიმე დღის წინათ ვილაპარაკეთ მე და ასლანმა ტელეფონით და მივხვდი, რომ სამშობლო-ქვეყნის უნახაობით გამოწვეული ნაღველი და სევდა ყელში ბურთივით ჰქონდა მომდგარი. პირდაპირ გეტყვით: კაცი ტიროდა - საქართველო ენატრება, თავის მეუღლის ქალბატონ მაგულის საფლავი ენატრება!

მითხრა, არც ეკონომიკურად მიჭირს, არც არაფერი მაკლია, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლა მინდა, სადაც ვარ, აქ ყველფერი სულერთია ჩემთვისო.

ამავე ინტერვიუში ელიზბარ ჯაველიძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება დიდი მოძრაობა როგორც აჭარაში, ისე დანარჩენ საქართველოში და შევაგროვებთ ხელმოწერებს, რომლითაც ხალხი ასლან აბაშიძის საქართველოში დაბრუნებას მოითხოვს.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?