დაპირისპირება შალვა რამიშვილსა და მარგო ლუჩკოს შორის - ''არ შემიძლია სიცილი ავადმყოფობაზე, გაჭირვებაზე...''

დაპირისპირება შალვა რამიშვილსა და მარგო ლუჩკოს შორის - ''არ შემიძლია სიცილი ავადმყოფობაზე, გაჭირვებაზე...''

მესამე კვირაა ''შალვა რამიშვილის შოუში'' აღარ ჩანს მარგო ლუჩკო. მხიარული და პოზიტიური მარგო მაყურებლის თვალს მოაკლა. ჩვენ ტელეწამყვანის ბედით დავინტერესდით და გადაცემის წამყვანს, შალვა რამიშვილს დავურეკეთ.

"რეიტინგი": თქვენს გადაცემაში აღარ ჩანს მარგო ლუჩკო. ამის მიზეზი გვაინტერესებს.

შალვა რამიშვილი: მარგო ლუჩკო და ''შალვა რამიშვილის შოუ'' ერთმანეთს დაშორდნენ.

"რეიტინგი": რა გახდა ამის მიზეზი?

შალვა რამიშვილი: მიზეზი იყო გარკვეული შემოქმედებითი უთანხმოება.

"რეიტინგი": ზედმეტად ზოგადი განმარტებაა, იქნებ დააკონკრეტოთ?

შალვა რამიშვილი: შემოქმედებითი უთანხმოება გვქონდა, ამის გარდა ვერაფერს გეტყვით.

"რეიტინგი": ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისეთი სიუჟეტის მომზადება სთხოვეთ, რომლის მომზადებაც მან არ ისურვა.

შალვა რამიშვილი: ისეთი არაფერი შეგვითავაზებია, რაც საქართველოს კანონმდებლობას და სატელევიზიო ქცევის წესებს ავნებდა.

ჩვენ მარგოსაც დავუკავშირდით.

"რეიტინგი": მარგო, გავიგეთ შემოქმედებითი უთანხმოება გქონია შალვა რამიშვილითან, რის გამოც დატოვე ეს გადაცემა. უფრო კონკრეტულად გვიამბე, რა მოხდა?

მარგო ლუჩკო: სამწუხაროდ, ჩვენ დავშორდით ერთმანეთს.

იხილეთ სტატია სრულად

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები