"როცა 4 შვილი მშიერი გყავს, რა დროს სექსია, ცხოველია ჩემს თვალში ეგეთი ქალი" - ნინო სუთიძე

"როცა 4 შვილი მშიერი გყავს, რა დროს სექსია, ცხოველია ჩემს თვალში ეგეთი ქალი" - ნინო სუთიძე

დავით კოდუას ცემის ფაქტზე გასამართლებული ნოშიკო ნამორაძის მეუღლე, ნინო სუთიძე სოციალურ ქსელში მრავალშვილიან დედებს აკრიტიკებს, რომლებიც შვილებს უკიდურესი სიდუხჭირის მიუხედავად აჩენენ.

"ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რო არ ვთქვა არ შემიძლია, "იმედზე" ქალი აჩვენეს ზე გაჭირვებული, რომელსაც 4 შვილი ჰყავდა და მეხუთეც გაუჩენია, აკვანში ეწვა. ვინმემ გამაგებინეთ, რატომ აჩენენ ამ შვილებს, როცა პურის ფული არ გაქვს, კარგი თუ მე ვფიქრობ სხვანაირად, ის ბავშვიც იტანჯება და მშობელიც. ან სად რჩებათ იმის ნერვი, როცა 4 შვილი მშიერი ჰყავთ, რომ ბავშვები აჩინონ.

როცა 4 შვილი მშიერი გყავს, რა დროს სექსია, უკაცრავად რა, სიცხოველე მგონია ეს ყველაფერი და სახელმწიფოს იმედად აჩენენ.

როცა 3 გყავს უფრო მეტი ხო შეხვდება იმ ბავშვებს, ვიდრე 5 რო გყავს, ვინც არ უნდა დაგეხმაროს. დაეტიოს რა კაცი, აუტყდა და თავი დაიცვას , თუ არადა ცხოველია ჩემს თვალში ეგეთი ქალი.

რა რგოლი და რეკლამა უნდა თავის დაცვას, მილიონი გზა არსებობს, მათ შორის სრულიად ხარჯის გარეშეც, ან არადა გადადოს სექსი, თუ მშიერი კვდება", - წერს ნინო სუთიძე.

"მივხვდი, რომ პროვოკაციას მიმზადებდნენ... იქ  არასასურველი სტუმარი ვიყავი" - რას წერს მაჩალიკაშვილი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ ფაქტზე

"ამ ადამიანსაც ჰყავს ოჯახი, შვილები... გეყოთ!" - ნატო დუმბაძის თქმით, ზანგურის თეატრიდან გარიცხვა მისთვის მიუღებელია

"ეს არის მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი" - რა ფოტოს აქვეყნებს თეა გოდოლაძე "ფეისბუქზე"?