რა ქონებას ფლობს შემოსავლების სამსახურის უფროსობის კანდიდატი

რა ქონებას ფლობს შემოსავლების სამსახურის უფროსობის კანდიდატი

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამავე დროს, მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილების შესრულებას კვლავ გააგრძელებს.

გიორგი თაბუაშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 28 დეკემბერს აქვს შევსებული. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, თაბუაშვილი ვაჟა-ფშაველას გამზირის #78ა-ში, 132.10 კვ.მ ფართობის ბინას და 23.80 კვ.მ ფართობის ავტოფარეხს ფლობს. მის საკუთრებაშია ასევე, სოფელ წავკისში 800.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, დუშეთის რაიონის სოფელ ახატანში, 120.00 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი და ამავე სოფელში 600.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.

ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს ჰყავს მეუღლე, ნატო ორმოცაძე და 3 შვილი: ანა, ელენე და ანდრია თაბუაშვილები.

გიორგი თაბუაშვილი ფლობს Toyota Camry 2004 და Mitsubishi Pajero, 2003 მსუბუქ ავტომანქანებს.

გიორგი თაბუაშვილი "საქართველოს სახალხო ბანკის" აქციონერია. მას ერიცხება "თი-ბი-სი" ბანკში 2909.00 GEL კრედიტი(+) ხელფასი. მის დეპოზიტზე ამავე ბანკში ფიქსირდება, 2013 წლის 28 დეკემბერის მდგომარეობით, 18400.00 GEL კრედიტი (+), 32048.00 USD კრედიტი (+), 10042.00 EUR კრედიტი (+) და საკრედიტო - 312.00 GEL დებეტი(-). მეუღლეს, ნატო ორმოცაძეს "საქართველოს ბანკში" 467.00 GEL რაოდენობის ხელფასი ერიცხება.

დეკლარაციის გრაფაში, სადაც აღნიშნულია თანამდებობის პირის, ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს, გიორგი თაბუაშვილს მითითებული აქვს, რომ ფლობს 20000.00 ლარს, ხოლო მისი მეუღლე - 5000.00 ლარს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ავტომობილში მგზავრის წინ დასმაზე არსებული შეზღუდვა 22 მაისიდან არ მოიხსნება

LIVE: 360 გრადუსი - ირაკლი კობახიძე

პარლამენტმა შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა