თბილისის ზოოპარკში ვეფხვმა ახალგაზრდა მამაკაცი დატორა

თბილისის ზოოპარკში ვეფხვმა ახალგაზრდა მამაკაცი დატორა

თბილისის ზოოპარკში ვეფხვმა ახალგაზრდა მამაკაცი დატორა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა, გუშინ საღამოს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 19 წლის მამაკაცი ბარიერებზე გადაძვრა, თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ზონაში გადავიდა და ვეფხვთან ძალიან ახლოს მივიდა. ვეფხვმა ახალგაზრდა მამაკაცი თათით დატორა. მამაკაცს ჭრილობა ფეხზე აქვს მიყენებული და კუნთები აქვს დაგლეჯილი.

ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, დაშავებულს პირველადი დახმარება ზოოპარკის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს, შემდეგ კი ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თბილისის ზოოპარკის დირექტორის ცნობით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია