შეიარაღებულმა პირებმა ზუგდიდში ოქროს გამყიდველი გაძარცვეს. ნუნუ შონიას ჩანთა წაართვეს, სადაც დაზარალებულის თქმით, ორი კილო ოქრო იყო. ძარცვა ზუგდიდში, ჭითაწყარის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დღის მეორე ნახევარში მოხდა. მძარცველები შონიას თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის "ოქროს ბირჟიდან" შინ ბრუნდებოდა.
როგორც დაზარალებულის მეზობლები ყვებიან ქალის ყვირილზე გარეთ გამოვიდნენ და 2 შეიარღებული პირი შენიშნეს, რომლებმაც იარაღის მუქარით ნუნუ შონიას ძვირფასეულობა წაართვეს. დაზარალებული ზუგდიდის პოლიციაში იკითხება. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
წყარო: livepress.ge