"4 საათი იყო, ქალის განწირული კივილის ხმა რომ გავიგეთ" - თვითმხილველები თბილისში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე

"4 საათი იყო, ქალის განწირული კივილის ხმა რომ გავიგეთ" - თვითმხილველები თბილისში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე

11 დეკემბერს, დღის 4 საათზე თბილისში "ქალაქპროექტის" შენობაში ტრაგედია დატრიალდა. გამოძიების ვერსიით, 55 წლის ნოდარ ნასარიძემ შელაპარაკების ნიადაგზე 34 წლის ალექსანდრე გოცირიძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ამ შენობაში უამრავი ორგანიზაციაა განთავსებული, თუმცა მომხდარზე ღიად არავინ ლაპარაკობს.

"4 საათი შესრულებული იყო ქალის განწირული კივილის ხმა რომ გავიგეთ, გარეთ გამოვედით, დავინახე თათია კიოდა. მისი გვარი არ ვიცი. ვიცი, მხოლოდ ის, რომ ადრე ეს გოგო, მკვლელობაში ეჭვიმტანილ ნოდარ ნასარიძესთან ტექსტების ამკრეფად მუშაობდა. ვკითხე, რა ხდება-მეთქი, ხმა არ გამცა, ისტერიულად კიოდა. მასთან ერთად კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი იყო, მან უხეშად მიპასუხა, თავი დაანებეთო. ამ დროს პოლიცია და სასწრაფოც მოვიდა. სავარაუდოდ, სამართალდამცავებს მომხდარი თათიამ შეატყობინა. როგორც გავიგეთ, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. რაც დავინახე, საწყალი ძირს ეგდო.

ხელები სულ სისხლიანი ჰქონდა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ადგილს ჩვენ ახლოს არავინ გვაკარებდა, პოლიცია იცავდა. ნოდარი მოგვიანებით გამოიყვანეს ოთახიდან, ხელბორკილი ედო, შენობიდან ისე გაიყვანეს, ხმა არ ამოუღია... რა იყო მკვლელობის მიზეზი, ნამდვილად არ ვიცი." - გვითხრა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

როგორც შევიტყვეთ, ნოდარ ნასარიძე წლების განმავლობაში "ქალაქპროექტის" შენობაში, მეშვიდე სართულზე მუშაობდა. მომხდარზე ლაპარაკი არც მისმა კოლეგებმა ისურვეს. მისმა კოლეგა ქალბატონმა მარინამ ბრალდებული დადებითად დაახასიათა: "რა მოხდა იქ, არავინ იცის. ნოდარი წესიერი ადამიან და კარგი ინჟინერია, წლებია ამ შენობაში მუშაობს. 4 წელია "თბილქალაქპროექტი" დაიშალა და ამ ორგანიზაციაში აღარ არის, თუმცა მერე გააკეთა თავისი ფირმა, "ინჟინერკონსტრუქტორი," საინჟინრო დასკვნებს აკეთებდა, დანარჩენი რა მოხდა, არ ვიცი."

იხილეთ სტატია სრულად

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია