ქსელში გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული პატრულის ახალი ავტომობილია ასახული, ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. დაიწერა ბევრი კომენტარი. ავტორებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პატრულის თანამშრომლებს აკრიტიკებდნენ.
მათ საპასუხოდ სოციალურ ქსელში თინა ნაცვლიშვილი წერს, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
"სანამ ასეთ მინაწერს გააკეთებენ, ჯერ გაიგონ, რა მოხდა სინამდვილეში. მთვრალმა აწყვეტილმა თვითმცლელის მძღოლმა დაარტყა დისლოკაციის ადგილზე გაჩერებულ პატრულის მანქანას და 200 მეტრი ათრია. მანქანაში მჯდომი ორივე თანამშრომელი მძიმე მდგომარეობაშია. მძღოლმა სცადა დამალვა, მაგრამ ვერ გაიქცა, გზა გადაუკეტეს. რომ არა ძლიერი მანქანა, ორივე ადგილზე დაიღუპებოდა. ბიჭები ამჟამად წვანან მძიმე შერყევით და სხეულის დაზიანებებით. მათგან ერთერთი 3 მცირეწლოვანი შვილის მამაა... დანარჩენი თქვენთვის მომინდვია..", - წერს ნაცვლიშვილი.