ბათუმში ლიფტში 21 წლის გოგონა ჩავარდა

ბათუმში ლიფტში 21 წლის გოგონა ჩავარდა

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ლიფტის კაბინის ჩავარდნის შედეგად 21 წლის გოგონა დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, სამაშველო სამსახურმა ახალგაზრდა გოგონა ლიფტიდან დროულად ამოიყვანა.

მამუკა თურმანიძის განცხადებით, გოგონა კონტაქტური იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გოგონა ამჟამად გადაყვანილია ბათუმის საავადმყოფოში.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია