ოზურგეთის ცენტრში მიკროავტობუსი აფეთქდა

ოზურგეთის ცენტრში მიკროავტობუსი აფეთქდა

ოზურგეთის ცენტრში მიკროავტობუსი აფეთქდა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ახალი ბაზრის ტერიტორიაზე კარტოფილით დატვირთულ მიკროავტობუსს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც მძღოლი გარეთ იმყოფებოდა და მანქანის ნაწილებს ამოწმებდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აფეთქების გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია