5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ დასაქმების დღეებს აცხადებს!

5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ დასაქმების დღეებს აცხადებს!

20 და 21 დეკემბერს 10:00-დან 18:00-საათამდე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ დასაქმების დღეებს გამართავს! ღონისძიება ბიზნეს ცენტრ დიდუბე პლაზას შეხვედრების დარბაზში ჩატარდება. „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ ტურიზმის, სარესტორნო და სასტუმროს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გახდნენ საერთაშორისო სასტუმროთა ქსელი „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ გუნდის წევრი საქართველოში!

აღნიშნულ ღონისძიებაზე სასტუმროს მენეჯმენტი 300–მდე კადრის აყვანას გეგმავს შემდეგ განყოფილებებში:

  • გაყიდვები
  • ფინანსები
  • მიმღები
  • ინჟინერია
  • დასუფთავება
  • დაცვა
  • სამზარეულო
  • რეკრეაციული ცენტრი
  • კვებისა და სასმელის განყოფილება

2000 წელს საფრანგეთში დაარსებული ბრენდი „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში 150 სასტუმროს მოიცავს, რომელთა რიცხვს „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისიც" შეემატა. 247 ნომრიანი სასტუმრო 2015 წლის მაისში საზეიმოდ გაიხსნება და სტუმრებს შესთავაზებს ისეთ განსაკუთრებულ სერვისებს, როგორიც არის თბილისში ყველაზე გრანდიოზული, 800მ2 საბანკეტო დარბაზი და სრულად აღჭურვილი შეხვედრების ოთახები, საუკეთესო სარესტორნო ობიექტები აზიური, ევროპული და ქართული კერძებით, რეკრეაციული ცენტრი შიდა საცურაო აუზით, სპორტული დარბაზებით, სიმულაციური გოლფით და სხვა.

საკონტაქტო ნომერი: (+995) 599 08 39 20, 599 06 37 78, ან 595 04 12 41.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი