"სკოლაში შევიდა უცხო პირი და მასწავლებელს ოქროს ბეჭედი მოსთხოვა" - რა მოხდა სამტრედიის სკოლაში

"სკოლაში შევიდა უცხო პირი და მასწავლებელს ოქროს ბეჭედი მოსთხოვა" - რა მოხდა სამტრედიის სკოლაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში ინციდენტი მოხდა, თუმცა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ინციდენტის შედეგად პედაგოგის დაჭრის შესახებ.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ინციდენტზე საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.

"სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურში, სკოლაში შევიდა უცხო პირი და მასწავლებელს ოქროს ბეჭედი მოსთხოვა, მან ვერ მოახერა ბეჭდის წართმევა და გაიქცა. გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნულმა პირმა პედაგოგი დაჭრა ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სიმართლეს არ შეესაბამება. საქმე აღძრულია ყაჩაღობის მუხლით", - განმარტავენ შსს-ში.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი უკვე გაემგზავრა სოფელ მელაურში და მომხდარის დეტალებს ადგილაზე დააზუსტებს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია