სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ნიკოლეიშვილი სკოლაში დღეს მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს.
როგორც ნინო ნიკოლეიშვილმა "ინტერპრესნიუსს განუცხდა, შემთხვევა დილით, მესამე გაკვეთილის დროს მოხდა. უცნობი მამაკაცი მე-12 კლასში იმ დროს შეიჭრა, როდესაც ინგლისურის გაკვეთილი მიმდინარეობდა. მამაკაცმა პედაგოგ ნანა ზაქარეიშვილისგან ძვირფასი ლითონისგან დამზადებული ბეჭდის მოხსნა მოითხოვა, თუმცა მასწავლებელმა მას წინააღმდეგობა გაუწია, რომლის დროსაც უცნობმა მამაკაცმა მას ცივი იარაღით ხელში ჭრილობა მიაყენა.
შემთხვევის შემდეგ მამაკაცი ადგილიდან მიიმალა. გამოძახებულ იქნა პოლიცია და მიმდინარეობს გამოძიება.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, მელაურის სკოლაში მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე მოხდა, ერთი წლის წინ სკოლა უცნობმა პირებმა გატეხეს და კომპიუტერები წიაღეს, ხოლო რამდენიმე თვის წინ უცნობი პირი მასწავლებელს თავს დაესხა და ბეჭედი წაართვა. მოსახლეობის ცნობით, არც ერთი საქმე გახსნილი არ არის.