გორში კასტელის ქუჩაზე დედამ შვილი ჩამომხრჩვალი იპოვა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი გორიდან იუწყება, გარდაცვლილია 24 წლის ქალი, რომელიც ქმარს გაშორებული იყო. მას ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა.
თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.