ვანო მერაბიშვილის სახლი გაქურდეს - რა მოპარეს მძარცველებმა ექსპრემიერის მშობლებს

ვანო მერაბიშვილის სახლი გაქურდეს - რა მოპარეს მძარცველებმა ექსპრემიერის მშობლებს

აბასთუმანში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მშობლების კუთვნილი სახლი გაქურდეს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა სახლიდან ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები წაიღეს. მერაბიშვილების სახლში მძარცველები სავარაუდოდ, გვერდით მდებარე სახლიდან შევიდნენ.

სახლის გაქურდვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე პირი დააკავა. საქმე უკვე გახსნილია, ამოღებულია ნივთმტკიცებები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია