ტრაგედია კახეთში: ქმარმა ცოლი მოკლა და თვითმკვლელობა სცადა

ტრაგედია კახეთში: ქმარმა ცოლი მოკლა და თვითმკვლელობა სცადა

თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მკვლელობა მოხდა. 1956 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, თ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საკუთარი მეუღლე, 1978 წელს დაბადებული ე.მ. ცივი იარაღით დაჭრა. ქალი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის მეზობლები ყვებიან, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. მეუღლის დაჭრის შემდეგ თ.ა.-მ თვითმკვლელობა სცადა. ამჟამად ის დაკავებულია, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, თელავის საავადმყოფოში იმყოფება. მათ ოთხი წლის შვილი ყავდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის მთავარი სამმართველო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია