თემქაზე 50 წლამდე ქალი საკუთარი სახლის აბაზანაში მოკლული იპოვნეს

თემქაზე 50 წლამდე ქალი საკუთარი სახლის აბაზანაში მოკლული იპოვნეს

თემქაზე, დევნილთა დასახლებაში ქალი საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.

გარდაცვლილი აბაზანაში მისი შვილის მეგობრებმა ნახეს. ისინი სახლში გარდაცვლილის შვილის მოსაძებნად მივიდნენ, რომელიც თავის მხრივ, რამდენიმე დღეა, სამსახურში არ გამოჩენილა.

ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. მეზობლების ვარაუდით, მკვლელობა ორი დღის წინ მოხდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია