მთვარეზე გადაღებულ ფოტოებზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დაფიქსირდა (+ ფოტოგალერეა)

მთვარეზე გადაღებულ ფოტოებზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დაფიქსირდა (+ ფოტოგალერეა)

თანამგზავრის გადაღებულ ფოტოებზე, მთვარის ზედაპირზე ვირტუალურმა არქეოლოგებმა ამოუცნობი ობიექტები აღმოაჩინეს. ფოტოები, რომლებიც ნასას ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, ასტრონომების დაყენებული მთვარისმობილითაა გადაღებული.

თავდაპირველად ექსპერტებმა ფოტოკამერის ობიექტივში მოხვედრილი გამოსახულება ხომალდ ”ინდევორად” ჩათვალეს, რომელიც ორბიტაზეა დარჩენილი. თუმცა ეს ხომალდი სხვაგვარად გამოიყურება, ამოუცნობი ობიექტი კი რამდენიმე სფეროსგან შედგება.

გარდა ამისა, ხომალდ ”ინდევორზე” დამონტაჟებულმა კამერამ კიდევ ერთი უცნაურობა დააფიქსირა, როდესაც სამართავი მოდულის პილოტი ღია კოსმოსში გამოვიდა. ფოტოზე ვირტუალურმა არქეოლოგებმა ნანგრევები შენიშნეს. მათი აზრით, ისინი დიდი ხნის წინ აშენებულ შენობას ეკუთვნის, რომლის ნანგრევებიც კვლავ გეომეტრიული ფორმებისაა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

ბრიტანეთში იშვიათი კომეტა დააფიქსირეს, რომელიც დედამიწას 23 ივლისს მოუახლოვდება - შთამბეჭდავი ფოტოები

"ხანდახან ადამიანისგან ძალიან ბევრს ელოდები და იმედს გიცრუებს“ - როგორ აფასებს ლევან კობიაშვილი "მასტერშეფის“ მესამე სეზონს

რომელი ზებრა უყურებს კამერას? - თავსატეხი, რომელმაც სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანი დააბნია