"გათოვლიანების ახალმა სისტემამ მოიტანა ახალი შესაძლებლობები, გუდაურში ყველა პირობაა საიმისოდ, რომ აქ აშენდეს თანამედროვე სტანდარტის სასტუმროები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ გუდაურში კომპანია "Red-Co-ს" სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის დათვალიერებისას განაცხადა. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ გუდაურში, სასტუმროებთან ერთად, უკვე აპარტოტელებიც შენდება." პრემიერ-მინისტრთან ერთად კომპლექსი მოინახულეს: ვიცეპრემიერმა-გიორგი კვირიკაშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და სხვა თანმხლებმა პირებმა.

კომპანია Red-Co-მ ინვესტირება გუდაურში დაიწყო 2 წლის წინ და პირველი აპარტოტელი "New Gudauri" გახსნა 2013 წლის დეკემბერში, მისი საინვესტიციო თანხა არის 6 მილიონი აშშ დოლარი. წელს კომპლექსს დაემატა 118 ნომრიანი ახალი აპარტოტელი, სადაც თანამედროვე სამთო - სათხილამურო კურორტისთვის სრულყოფილი ინფრასტრუქტურული ელემენტები არის წარმოდგენილი: ინდივიდუალური დიზაინით შექმნილ აპარტამენტებს აქვს 24 საათიანი კონსიერჟის მომსახურება და დაცვა, უსაფრთხო მიწისქვეშა სადგომები, თხილამურების შესანახი ოთახი, რესტორნები, პიცერია, კარაოკე, ღია ტერასები, აუზი, ფიტნესი და სპა. 2015 წელს კომპანია Red-Co გუდაურში 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. დაგეგმილია 3 ახალი აპარტოტელის მშენებლობა და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა.
"2016 წლის დასაწყისში კომპანია Red-Co 600 ნომერს ჩააბარებს ბინათმფლობელებს და მიიღებს 2000- მდე სტუმარს. კომპანიში დასაქმებულია 500-ზე მეტი ადამიანი" ამის შესახებ განაცხადა კომპანია Red-Co -ს გენერალურმა დირექტორმა მირიან ქათამაძემ.

მიმდინარე პროექტებს Red-Co ახორციელებს თბილისში მზიურის პარკთან და ბაკურიანში ახალ გონდოლასთან. ასევე კომპანიის მფლობელობაშია ბუტიკ-სასტუმრო "მონტე კარლო " და რესტორანი "ძველი ბულვარი" ბათუმში.
R