დიმიტრი მედვედევი - ჩვენი ურთიერთობები ამერიკასთან ათწლეულების განმავლობაში იქნება მოწამლული

დიმიტრი მედვედევი - ჩვენი ურთიერთობები ამერიკასთან ათწლეულების განმავლობაში იქნება მოწამლული

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ ხელი მოაწერა ანტირუსულ კანონს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების გამოყენების უფლებას აძლევს აშშ-ის ნებისმიერ პრეზიდენტს ნებისმიერ დროს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ჯექსონ-ვენიკის კანონის მსგავსად, ჩვენი ურთიერთობები ამერიკასთან ათწლეულების განმავლობაში იქნება მოწამლული", - აღნიშნავს დიმიტრი მედვედევი. რუსეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის პოტენციური სამხედრო მოწინააღმდეგეა, თუ ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადს გააკეთებს. "რუსეთს მოუწევს ამაზე რეაგირება", - წერს დიმიტრი მედვედევი.