ახმეტის რაიონში ტყე იწვის

ახმეტის რაიონში ტყე იწვის

ახმეტის რაიონში ტყე იწვის. ცეცხლი სოფელ ზემო და ქვემო ალვანის ტერიტორიაზე 2 ჰექტრამდე ტყის მასივს უკიდია. როგორც ახმეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურში აცხადებენ, ხანძარი დიდი დაქანების ფერდობზეა და მის ჩასაქრობად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"შერეული ტყის მასივი იწვის. ცეცხლის ჩაქრობას ჩვენი თანამშრომლები ცდილობენ", - აცხადებს ახმეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი ჯაბა კორაშვილი.

მისივე თქმით, ხანძარი სავარაუდოდ მონადირეების დაუდევრობით გაჩნდა.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია