იტალიაში გასულ კვირას დაჭრილი მამაკაცი, "კრიმინალური ავტორიტეტი", 26 წლის გიორგი ბურდული აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
Primecrime-ის ინფორმაციით, გიორგი ბურდულს, რომელიც კრიმინალურ წრეებში "გიგა დიდუბსკის" სახელით არის ცნობილი, სნაიპერმა ესროლა.
გამოცემის ცნობით, სნაიპერის ნასროლი ტყვია გიორგი ბურდულს თავში მოხვდა. დაჭრილი ქართველი მამაკაცი ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია და ექიმები მის მდგომარეობას უკიდურესად მძიმედ აფასებენ.
გიორგი ბურდული "ქურდად" საბერძნეთში გასული წლის ივნისში, მას შემდეგ აკურთხეს, რაც საქართველოში ციხე დატოვა და საცხოვრებლად ნეაპოლში გაემგზავრა. რუსული გამოცემის ცნობით, გიგა ბურდულზე თავდასხმის ერთ-ერთ მთავარ ვერსიად ქურდულ კლანებს შორის არსებულ კონფლიქტს ასახელებენ.