"აჭარაბეთთან" ჩამომხრჩვალ ჯარისკაცზე თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

"აჭარაბეთთან" ჩამომხრჩვალ ჯარისკაცზე თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რიგითი დათო გელაშვილი კვირას, 28 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ დღესრიგითი დათო გელაშვილი დათხოვნაში იმყოფებოდა.

სამინისტრო I კლასის რიგითის, დათო გიას ძე გელაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1994 წლის 11 აპრილს დაბადებული დათო გელაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2012 წლის 18 დეკემბრიდან ირიცხებოდა. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე საკონტრაქტო სამსახურს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე მექანიზირებულ ბატალიონში ასრულებდა.

იხილეთ| რას ყვება თვითმხილველი

მათივე ცნობით, საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი იძიებს.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, "აჭარაბეთის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქმის სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ჩამომხრჩვალი მამაკაცი სამხედრო ფორმით იყო.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია