სამაშველო ხომალდზე ბორან "ნორმან ატლანტიკიდან" ევაკუირებული ქართველი მგზავრებიც იმყოფებიან

სამაშველო ხომალდზე ბორან "ნორმან ატლანტიკიდან" ევაკუირებული ქართველი მგზავრებიც იმყოფებიან

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, იტალიურ ხომალდ "სან ჯორჯოზე", სადაც ბორან "ნორმან ატლანტიკიდან" ევაკუირებული მგზავრები იმყოფებიან, საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

უწყებისათვის ჯერ ცნობილი არ არის, თუ რამდენია მათ შორის საქართველოს მოქალაქე. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამაშველო ოპორაციის დასრულება შტორმის გამო ვერ ხერხდება.

ბოლო მონაცემებით კი, ცეცხლმოკიდებულ ბორან "ნორმან ატლანტიკზე" მყოფი საქართველოს რვა მოქალაქიდან ხუთი უსაფრთხო ადგილას – ბარშია გადაყვანილი და ისინი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტეზეა იტალიურ მხარესთან.

იტალიაში საქართველოს ელჩის, კახა სიხარულიძის ინფორმაციით, მათ ხელს არსებული ბოლო ცნობებით, ცეცხლმოკიდებულ ბორან "ნორმან ატლანტიკზე" მყოფი საქართველოს რვა მოქალაქიდან ექვსი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, ქალაქ ბარიში, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილ 49 მგზავრს შორის 4 ბავშვია, მათ შორის ერთი ქართველი.

"ნორმან ატლანტიკზე" 478 მგზავრი იმყოფებოდა. ბორანს ცეცხლი ადრიატიკის ზღვაში გუშინ გაუჩნდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია