მამა ილია კარტოზია გარდაცვლილი იპოვეს

მამა ილია კარტოზია გარდაცვლილი იპოვეს

ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" მყოფი დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ილია კარტოზია გარდაცვლილი იპოვეს .

ამასთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარატამენტის ხელმძღვანელი გოგა ტაბატაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთში გააკეთებს.

ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკს" ხანძარი კვირას გაუჩნდა. ბორანზე საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ილია კარტოზია იყო. ამ მომენტისთვის უკვე ნაპოვნია ბორანზე მყოფი შვიდი ქართველი. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 10-მდე ადამიანი. ბორანზე სულ 478 მგზავრი იმყოფებოდა, საიდანაც მაშველებმა 200-ზე მეტის გამოყვანა შეძლეს. უმეტესობას დამწვრობები აღენიშნება, რის გამოც ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია