ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" მყოფი დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ილია კარტოზია გარდაცვლილი იპოვეს. სასულიერო პირის ცხოვრებისა და სიცოცხლის უკანასკნელ წუთების შესახებ იტალიური ტელეკომპანია სიუჟეტს აქვეყნებს.
ნიკოლოზ მჟავანაძე, უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე:
ნათელში ამყოფოს მამა ილია კარტოზია, რომელმაც თავისი სიცოცხლე სხვების გადარჩენისთვის გაწირა.
იტალიის სახელმწიფო ტელევიზიის გადმოცემით, მამა ილია კარტოზია, რომელიც მსახურობდა საქართველოში, მიეგზავრებოდა ბარში წმ.ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად, როდესაც ბორანმა "ნორმან ატლანტიკსმა" განიცადა კატასტროფა.
თვითმხილეველების თქმით, მამა ილიას არ მიუტოვებია გემბანი და დაეხმარა ბევრ მგზავრს გადარჩენაში, მან თავისი ადგილი სამაშელო ნავში დაუთმო ბავშვიან ქალბატონს. საბოლოოდ მისი გადაყვანის დროს ჩაწყდა ბაგირი და მაშველებმა ვეღარ შეძლეს გადარჩენა.