1 იანვარს, გლდანის ციხეებთან შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან აცნობეს, შეტყობინება ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ცენტრში 1 იანვარს გამთენიისას, 9:45 საათზე შევიდა.
"ჰონდას" მარკის ავტომობილი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 27 წლის მძღოლი, ხოლო 29 წლის მგზავრი სხეულის დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მომდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.