ავარია რუისთან -გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ავარია რუისთან -გარდაცვლილია ერთი ადამიანი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთზე დღეს საღამოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, დედაქალაქიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხილის მოვაჭრეთა დახლებში შევარდა.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 60 წლამდე ასაკის მოვაჭრე, სოფელ რუისის მცხოვრები მერაბ ბალიაშვილი. 62 წლის ავთანდილ ცარიბეგოვი კი, რომელიც ასევე ხილით ვაჭრობდა, მძიმე მდგომარეობაშია და გორის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ორივე ფეხი მოტეხილი აქვს და სხვა დაზიანებებიც აღენიშნება.

შეჯახების დროს დაზიანდა გზის პირას მდგარი ავტომობილიც. ამ წუთებში ინციდენტის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია