იტალიაში 51 წლის ქართველი ქალი ჭაში დამხრჩვალი იპოვეს

იტალიაში 51 წლის ქართველი ქალი ჭაში დამხრჩვალი იპოვეს

იტალიაში, სამართალდამცავებმა 2014 წლის 12 თებერვლის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული 51 წლის ლალი ნამჩევაძის ცხედარი აღმოაჩინეს.

2015 წლის 1 იანვარს ქალაქ ფლორენციის პროვინცია სკანდიჩთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში, ხუთი მეტრი სიღრმის ჭაში ქალის გვამი იპოვეს. ვიზუალურად მისი ამოცნობა ვერ მოხერხდა, ამიტომ პოლიციამ სქესისა და სავარაუდო ასაკის მიხედვით, რეგიონში ბოლო პერიოდში გაუჩინარებულ პირთა სიაში დაიწყო ძებნა და საბოლოოდ, გამოძიება ლალი ნამჩევაძეზე შეჩერდა.

როგორც ნამჩევაძის ქალიშვილმა ქეთი შანიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ის ამ დროისთვის დნმ -ის პასუხს ელოდება, რომელიც 3 იანვარს გაკეთდა და საბოლოო პასუხი 10-14 დღეში იქნება. თუმცა, შვილმა დედის ყველა პირადი ნივთი (ტანსაცმელი და სამკაული) ამოიცნო.

საბოლოო პასუხის მიღებისთანავე ოჯახს მიცვალებულის საქართველოში გადასვენება აქვს გადაწყვეტილი, რაც იტალიაში საქართველოს კონსულის განცხადებით, 4000 ევრო ჯდება. 

როგორც Ambebi.ge-ს გასულ წელს, ლალი ნამჩევაძის შვილმა განუცხადა, გაუჩინარებამდე მას მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და საქართველოში სურდა დაბრუნება. ძნელი სათქმელია, ქალმა სტრესული მდგომარეობის ფონზე თავი მოიკლა, თუ გზა და გონებაარეული შემთხვევით ჩავარდა ჭაში.

ნინო მამუკაძე,

იტალიიდან სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია