შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ თბილისში, ვაზისუბანში წუხელ მკვლელობა მოხდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თუ რა ვითარებაში მოხდა მკვლელობა, ან რა იყო მკვლელობის იარაღი სამინისტროში არ აცხადებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ვაზისუბნის მცხოვრებლები უცხადებენ, ვაზისუბანში მოკლულია 31 წლის ახალგაზრდა. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა ჩხუბის შედეგად მოხდა. ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში მდებარე პოლიციის შენობასთან გამთენიისას სამართალდამცველთა სიმრავლე იყო , გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა.