ვაზისუბანში მოკლული კობა აღლემაშვილის მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
მათივე თქმით, ჭრილობები არ იყო ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული.
როგორც მეზობლები ყვებიან, მკვლელობა გუშინ დაახლოებით საღამოს 7-8 საათზე მოხდა. მეზობლებს უჭირთ იმის თქმა, თუ ვისთან კონფლიქტის შედეგად მოხდა მკვლელობა.
ასევე დაგაინტერესებთ| მეგობრები: "მოკლულს მეუღლე და ორი წლის გოგონა დარჩა"
"ხმაური არ გაგვიგია, როდესაც სადარბაზოში გამოვედით დავინახეთ კობა, რომელსაც თავიდან სისხლი სდიოდა, ეს არ გავდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობას", - განაცხადეს მეზობლებმა.
მეზობლების თქმით, დაჭრილი სასწრაფო დახმარების მეშვეობით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
მეზობლები გარდაცვლილ კობა აღლემაშვილს უკონფლიქტო პიროვნებად ახასიათებენ. სადარბაზოში, სადაც მკვლელობა მოხდა, სისხლის კვალი ისევ შეინიშნება.
იხილეთ ვიდეო: სისხლის კვალი სადარბაზოში, სადაც 31 წლის კობა აღლემაშვილი მოკლეს