ინტერვიუ სამედიცინო ცენტრ "ლანცეტის" დირექტორთან ფარმან ჯეირანლისთან:
რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ბიზნესის დაწყება?
მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი "ლანცეტი" 2014 წლის 12 მაისს გაიხსნა. მე როგორც ბიზნესმენმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება მრავალპროფილური კლინიკა გამეხსნა თბილისში, სხვადასხვა ფაქტორის გამო ერთი მიზეზი რის გამოც ინვესტიცია განვახორციელე საქართველოში გახლავთ ის რომ გეოგრაფიულად ძალიან მიმზიდველია. საუკუნეების განმავლობაში საქართველო იყო და არის სავაჭრო კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში. მეორე მთავარი მიზეზი კი გახლავთ ის რომ მე საქართველოში დავიბადე კერძოდ საგარეჯოს რაიონში და ვარ საქათველოს მოქალაქე რითაც ძალიან ვამაყობ.
როგორი საინვესტიციო გარემოა საქართველოში?
ერთი შეხედვით საქართველოში ბიზნესის დაწყება საკმაოდ მარტივია, თუმცა ის ვინც კარგად იცნობს დღევანდელ ბიზნესგარემოს და რეალობას აუცილებლად აღმოაჩენდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზები ამ მიმართულებით ნამდვილად არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ჭარბობს უფრო ბიუროკრატიული პრობლემები. ეს ყველაფერი ცოტათი სატყუარას მაგონებს, იწყებ ბიზნესს, ახორციელებ საკმაოდ დიდ ინვესტიციას, შესაძლოა უპრეცენდენტოსაც კი, რომელიც მნიშვნელოვანიაქვეყნის განვითარებისთვის, მოსახლეობის დასაქმებისთვის და ამ დროს უცაბედად შეიძლება დაგაჯარიმონ საკმაოდ დიდი თანხით. ამის მიზეზი კი გაუმართავი საინვესტიციო კანონმდებლობაა, რომელიც პირდაპირ დარტყმას აყენებს ინვესტორს და ბიზნესს. ისმის კითხვა? რატომ უნდა დაგაჯარიმონ? იმიტომ, რომ ქვეყნისთვის და ხალხისთვის კარგ საქმეს აკეთებ? თითქოს ეს ყველაფერი ხაფანგია. ერთი სიტყვით ამ მიმართულებით ბევრი რამ ჯერ კიდევ შესაცვლელია. იცვლება ხელისუფლება, იცვლებიან თანამდებობის პირები, მაგრამ სამწუხაროდ კანონმდებლობა რჩება უცვლელი.
მინდა მოგიყვეთ უკანონობის ერთი ნათელი მაგალითი, მამას საგარეჯოს რაიონ სოფელ იარმუღანლოში ჰქონდა ბაზარი და სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მას აბსოლიტურად უმიზეზოდ, შეიძლება ითქვას სრულიად უკანონოდ ჩამოართვეს მისივე საკუთრება. მამა დააპატიმრეს მიუსაჯეს 5 წელი, პლიუს გადაახდევინეს ჯარიმა 100 000 ლარი. შემდგომ ბაზარი შეგვასყიდინეს თავიდან აუქციონის წესით. ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის პირდაპირი რეკეტი. საბედნიეროდ ამ საქმეში ყველაფერი კარგად დამთავრდა, ჩემმა ძმამ განახორციელა ორმილიონიანიანი ინვესტიცია და დღეს იქ ძველი ბაზრის ნაცვლად თანამედროვე ტიპის სავაჭრო ცენტრია. მეც ვგეგმავ იარმუღანლოში აქტიურობას, კერძოდ კი იქაური ოცდახუთათასიანი მოსახლეობისთვის გავხსნით სამედიცინო ამბულატორიას.

რითია გამორჩეული თქვენი კლინიკა?
ეს პროექტი უპრეცენდენტოა რეგიონისთვის ვინაიდან მისი განხორციელებისთვის ჩაიდო 25 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი, თამამად შემიძლია ვთქვა რომ ლანცეტი ნამდვილად არის რეგიონალური ცენტრი. დღეს კლინიკას მომართავენ მოქალაქეები აზერბაიჯანიდან სომხეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან და თავისთავად საქართველოს მთელი ტერიტორიიდან (ვგულისხმობ ოკუპირებულ ტერიტორიებსაც) უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის ჩამოთვლილ ქვეყნებში გავხენით ოფიციალური წარმომადგენლობები.
ლანცეტის საქმიანობა წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, ამ წარმატების გარანტად კი მიგვაჩნია კლინიკაში დასაქმებული პროფესიონალი მედიკოსები ასევე მოწვეული უცხოელი სპეციალისტები ( საფრანგეთი, ისრაელი ამერიკა თურქეთი და ა.შ ) ბოლო თაობის უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა, ერთი სიტყვით ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სამედიცინო სერვისს, რომლის საფუძველია: გამოცდილების, მაღალი პროფესიონალიზმისა და თანამედროვე ტექნოლოგიის სინთეზი. მრავალპროფილური ცენტრი ლანცეტის შენობა 10 სართულიანია, გაშლილია 240 საწოლზე, მოწყობილია 15 საოპერაციო ბლოკი, რაც საშუალებას გვაძლევს დღის განმავლობაში ჩავატაროთ 40-60 სხვადასხვა სირთულის ქირურგიული ოპერაცია.
შენობის ბოლო სართულზე მოწყობილია გადაუდებელი შემთხვევისთვის ვერტოდრომი, ფუნქციონირებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი 7 ლიფტი, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს თანამედროვე კაფეტერია და აფთიაქი. კლინიკის სასწრაფო სახმარების მერსედესის მარკის ავტომანქანა განკუთვნილია პაციენტების გადაუდებელი დახმარებისთვის და სატაციონარში ოპერატიულად გადმოყვანისთვის, სამედიცინო ცენტრ ლანცეტის სასტუმრო შედგება 35 კომფორტული ნომრისგან, რომელიც გათვლილია როგორც მოწვეული უცხოელი სპეციალისტებისთვის და ასევე საზღვრის გარედან ჩამოსული პაციენტის მნახველებისთვის. ეზოს ტერიტორია კეთილმოწყობილია, პარკინგი გათვალისწინებული 400 ზე მეტი ავტომობილისთვის, ვიზიტორებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნის მიზნით ეზოს ტერიტორიაზე განთავსებულია შადრევანი. კლინიკას აქვს საკუთარი ჟანგბადის ქარხანა, თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით მოწყობილია დიდი სიმძლავრის სამრეცხაო და უმაღლესი დონის სასტერილიზაციო, გათბობა-გაგრილების ცენტრალური სავენტილაციო სისტემა კი აკმაყოფილებს უმკაცრეს საერთაშორისო მოთხოვნებსაც კი.
რამდენი ადამიანია დასაქმებული?
ამჟამად სამედიცინო ცენტრში 600-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული,რომელთა უკან ოჯახები დგას.
რა აპარატურით არის აღჭურვილი თქვენი კლინიკა?
სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურით და ის უპრეცენდენტო მასშტაბისაა. მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდების მიზნით ჰოსპიტალში განთავსებულია მსოფლიოში მოწინავე კომპანიების მიერ წარმოებული აპარატურა Toshiba, Siemence, GE Datex Ohmeda, ERBE, Storz, Merdifa, Nikon, integaLife Sciense. Biomet, Morata, Tuttnauer, Olimpus, St,jude, Medtronic, Sorin, BBraun, COOK medical და სხვა.
რენტგენ - რადიოლოგიის სამსახური აღჭურვილია შემდეგი აპარატურით: ანგიოგრაფი, ემრტ, კომპიუტერული ტომოგრაფი , რენტგენის ციფრული აპარატი, მამოგრაფი, 3D ყბა-სახის რენტგენი, ენცეფალოგრაფი, ექოკარდიოგრაფი , გასტროსკოპი, დუოდენოსკოპი, ბრონქოსკოპი, კოლონოსკოპი და სხვა. მოკლედ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ ერთი სიტყვით ვიტყვი, რომ კლინიკა აღჭურვილია ბოლო თაობის ყველა საჭირო ტექნიკური საშუალებით.
რა მიმართულებებს მოიცავს ლანცეტი?
სამედიცინო სამსახური მოიცავს შემდეგ მიმართულებებს :
• მიმღები - ემერჯენსი,
• კარდიოქუირურგია, კარდიოლოგია, კარდიო-ინტენსიური
• ნეიროქირურგია ნევროლოგია
• სამეანო, გიონეკოლოგია
• ტრავმატოლოგია , ორთოპედია
• უროლოგია.
• თორაკო-აბდომინალური
• ონკოლოგია
• ენდოკრინული ქირურგია
• პლასტიკური და ესთეთიკური ქირურგია
• ყბა-სახის ქირურგია
• სტომატოლოგია
• ოტო-რინო-ლარინგოლოგია
• ოფთალმოლოგია
• ხელოვნური განაყოფიერება
ასევე ფუნქციონირებს ლაბორატორია რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. ჩვენი კლინიკა თანამშრომლობს აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან და გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კლინიკის ექიმები უსასყიდლოდ უტარებენ კვლევებს დევნილებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ქვეყნის მოამაგეთა დაჯილდოვების ცერემონიალზე „სოფლის მაშენებელნი 2014“, კლინიკას „ლანცეტი“ მიენიჭა დიპლომი საქათველოში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური სამედიცინო ინვესტიციისთვის, სამედიცინო ტექნოლოგიების და ინოვაციების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, სოციალური პროექტების განხორციელებისათვის.
სამედიცინო ცენტრი ლანცეტი ერთადერთი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელშიც მედიცინის ყველა დარგია გაერთიანებული. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოდან პაციენტები სამედიცინო დახმარების მისაღებად არ გადიოდნენ საზღვარგარეთ და ყველა სერვისს ადგილზე იღებდნენ. უფრო მეტიც, მიზნად დავისახეთ, რომ სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ ლანცეტში სამედიცინო სერვისის მისაღებად.
ამ სურვილს განაპირობებს ხელმისაწვდომი ფასები და მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება. პაციენტების საერთო რაოდენობის 30%-ს შეადგენენ უცხოელი მოქალაქეები, რაც კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენი ჰოსპიტალი არის რეგიონალური ცენტრი. ვფიქრობ ბიზნესისადმი ასეთი მიდგომა საქართველოში განავითარებს სამედიცინო ტურიზმს, რაც დამატებითი შემოსავალი იქნება საქართველოს სახელმწიფოსთვის.
რა გეგმები გაქვთ 2015 წელს?
მე, როგორც ბიზნესმენი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მიერ აღებული ვალდებულებები სახელმწიფოსთან სრულად იქნა განხორციელებული, თუმცა ჩვენ მარტო ვალდებულებების აღებას და განხორციელებას არ ვჯერდებით, ვგეგმავთ გაცილებით მეტს რასაც მეტყველებს კლინიკის სამომავლო გეგმები.
2015 წლის გეგმებიც მასშტაბურია:
1. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ გაფართოვდეს ინტენსიური თერაპიის განყოფილება
2. პრიორიტეტული იქნება ახალშობილთა რეანიმაციის გახსნა
3. გავხსნით ლაზერული თერაპიის განყოფილებას და ის აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკით
4. ავამუშავებთ რეზიდენტურის პროგრამებს
5. დავიწყებთ ორგანოების გადანერგვის ურთულეს ოპერაციებს
მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს ჯანმრთელობა ვუსურვო და მივცე პირობა, რომ ჩვენი სამედიცინო ცენტრი მუდამ იქნება მათ გვერდით.
ტელ: 2 101 100
მისამართი დავით აღმაშენებლის ხეივანი, 12 კილომეტრი, თავისუფალი უნივერსიტეტის გვერდზე
R