"პოლიციაში მოქალაქემ მუცელი გადაიჭრა" - ხმაური და დამტვრეული ინვენტარი ტყიბულის პოლიციაში

"პოლიციაში მოქალაქემ მუცელი გადაიჭრა" - ხმაური და დამტვრეული ინვენტარი ტყიბულის პოლიციაში

"ტყიბულის პოლიციაში დაკავებულმა მოდებაძემ მუცელი გადაიჭრა. სასწრაფოს ელოდებიან. დაკავებულები ჰყავთ. არ იციან გადარჩება თუ არა. პოლიცია სისხლით არის სავსეო. ადგილიდან მირეკავენ. ჟურნალისტებმა იქნებ გაარკვიოთ", - აღნიშნული ინფორმაცია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იტყობინება, არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით დააკავეს. პოლიციაში მიყვანის შემდეგ კი ერთ-ერთმა დაკავებულმა პოლიციელს მიაყენა შეურაცხყოფა, დააზიანა ავეჯი, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა და მუცელი გადაისერა.

დაკავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია. მან თავდაპირველად საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა, თუმცა მოგვიანებით ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩუტარდა.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებულმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შენობის ინვენტარი დააზიანა. "ის პოლიციაში ნარკოტიკული შემოწმების მიზნით გადაიყვანეს.

დაკავებულმა პოლიციის შენობაში თვითდაზიანებები მიიყენა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს", - განმარტავენ შსს-ში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია