ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა ZOOMMER-მა 2015 წელი მორიგი შოუ-რუმის გახსნით აღნიშნა

ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა ZOOMMER-მა 2015 წელი მორიგი შოუ-რუმის გახსნით აღნიშნა

ფილიალი განთავსებულია, სავაჭრო ცენტრ ,,გლდანი მოლში" (ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, 0 სართული).

კომპანია ძალიან მოხარულია, რომ ამიერიდან გლდანის და მუხიანის მოსახლეობას მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას, კომფორტულ სავაჭრო ცენტრში მოემსახურება. ამ ფილიალის გახსნით ZOOMMER-ის მაღაზიათა ქსელი უკვე 10 შოუ-რუმით იქნება წარმოდგენილი.

გლდანის ფილიალში წარმოდგენილი იქნება: მობილური ტელეფონები, პლანშეტები, ფოტოაპარატები და ტექნიკის აქსესუარები. თითოეული სახეობა წარმოდგენილი იქნება სრული სპექტრით.

გლდანის შოუ-რუმში ბანკის წარმომადგენლები შეუფერხებლად მოემსახურებიან ZOOMMER-ის მომხმარებლებს. ისინი შეძლებენ 0%-იანი განვადებით სარგებლობას მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე.

კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, მათთვის საამაყოა, რომ შოუ-რუმების გახსნასთან ერთად ZOOMMER-ი ინარჩუნებს ყველაზე დაბალ ფასს საქართველოს ბაზარზე, რაც მისი სავიზიტო ბარათია უკვე 5 წელი.

ZOOMMER-ს 2015 წელს დაგეგმილი აქვს ქსელის კიდევ უფრო გაფართოება, ბაზარზე საუკეთესო შეთავაზებების შენარჩუნების პირობით.

,,გლდანი მოლის“ ახალი ფილიალი იმუშავებს ყოველდღე, შაბათ - კვირის ჩათვლით 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.

http://zoommer.ge/

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი