თბილისში, ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა მხარე ჩაინგრა. ადგილობრივი მოსახლეობა ვარაუდობს, რომ შემთხვევა გამოჟონილმა წყალმა განაპირობა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მოსახლეობამ განუცხადა, აღმართზე მდებარე კედლიდან წყალმა გამოჟონა, რომელიც ამ დრომდე მთელ ქუჩაზე მიედინება.
"წყლის გამოჟონვა შევატყობინეთ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს", თუმცა კომპანიამ ყურად არ იღო ჩვენი თხოვნა, რომ მოსულიყვნენ და პრობლემით დაინტერესებულიყვნენ. ამ ზარის შემდეგ გზა მალევე ჩაინგრა. გარკვეული ტერიტორია დატბორილია, რაც საფრთხეს უქმნის აღმართზე მდებარე საცხოვრებელ სახლსაც", - განაცხადეს ელბაქიძის აღმართის მცხოვრებლებმა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პოლიციას აღმართზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი აქვს.