როგორ გამოიყურება ელბაქიძის აღმართი გზის ჩანგრევის შემდეგ - 9 ფოტო შემთხვევის ადგილიდან

როგორ გამოიყურება ელბაქიძის აღმართი გზის ჩანგრევის შემდეგ - 9 ფოტო შემთხვევის ადგილიდან

თბილისში, ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა მხარე ჩაინგრა. ადგილობრივი მოსახლეობა ვარაუდობს, რომ შემთხვევა გამოჟონილმა წყალმა განაპირობა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მოსახლეობამ განუცხადა, აღმართზე მდებარე კედლიდან წყალმა გამოჟონა, რომელიც ამ დრომდე მთელ ქუჩაზე მიედინება.

"წყლის გამოჟონვა შევატყობინეთ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს", თუმცა კომპანიამ ყურად არ იღო ჩვენი თხოვნა, რომ მოსულიყვნენ და პრობლემით დაინტერესებულიყვნენ. ამ ზარის შემდეგ გზა მალევე ჩაინგრა. გარკვეული ტერიტორია დატბორილია, რაც საფრთხეს უქმნის აღმართზე მდებარე საცხოვრებელ სახლსაც", - განაცხადეს ელბაქიძის აღმართის მცხოვრებლებმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის დაზიანებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. "დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე, ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა სავალი ნაწილი დაზიანდა, რის გამოც ავტომანქანების მოძრაობა ქუჩის ორივე მხარეს აკრძალულია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებული არავინ არ არის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

საპატრულო პოლიცია მოგიწოდებთ, რომ ელბაქიძის აღმართის მიმართულებით გადაადგილებისგან დროებით თავი შეიკავოთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია