სამეცნიერო კვლევითი ცენტრი მომთაბარე კახური ღორის გადარჩენის პროექტს იწყებს

სამეცნიერო კვლევითი ცენტრი მომთაბარე კახური ღორის გადარჩენის პროექტს იწყებს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი მომთაბარე კახური ღორის გადარჩენის პროექტს იწყებს. ცენტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში ღორის აფრიკული ჭირის ეპიდემიამ გადაშენების პირზე მიიყვანა მომთაბარე კახური ღორი.

"ეს არის ფაქტობრივად, ერთადერთი ჯიში, რომელიც გამოიყენებს კავკასიონის ტყის დიდ მასივებს, სადაც უხვადაა - რკო, წიფლის წიწიბო, წაბლი, თხილი, პანტა, მაჟალო, ზღმარტლი, შინდი, მაყვალი, კუნელი და სხვა. აღნიშნული ტერიტორია (გადაჭიმული 250 კვადრატულ კილომეტრზე) საშუალებას იძლევა ყოველწლიურად გასუქდეს 100 000 ღორი, რომელიც მოგვცემს დაბალი თვითღირებულების და მაღალი საგემოვნო თვისებების მჭლე ხორცს. დღეს ეს რეზერვი თითქმის აუთვისებელია", - განაცხადეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა