"ბუდაპეშტი" ბრუნდება - ჭავჭავაძის 68-ში თანამედროვე სასტუმრო აშენდება

"ბუდაპეშტი" ბრუნდება - ჭავჭავაძის 68-ში თანამედროვე სასტუმრო აშენდება

ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობა კიდევ ერთხელ გახდა ხმაურის მიზეზი. ორგანიზაცია "პარტიზანული მებაღეობა"აცხადებს, რომ მშენებლობა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება, სადაც ინვესტორი ხეების გაჩეხვას აპირებს. "ტიფლის ბიზნეს ჯგუფი" კი, რომელიც აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ამტკიცებს, რომ სასტუმრო არა ვაკის პარკის, არამედ რესტორანი "ბუდაპეშტის"ადგილზე აშენდება. ეს რესტორანი ამ ტერიტორიაზე 1958 წლიდან არსებობდა და თბილისელებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ადგილს წარმოადგენდა. მას ხშირად სტუმრობდნენ ისეთი ცნობილი კოლორიტები, როგორიც გახლდათ ნოდარ დუმბაძე, ჯანო კახიძე და სხვები. 90-იან წლებიდან კი ეს ადგილი თითქმის ნაგავსაყრელად იქცა. ომარ მხეიძე სახალხო არტისტი, მოცეკვავე, თბილისის საპატიო მოქალაქე; "ეს ადგილი "ვაკის პარკს"არასდროს ეკუთვნოდა. ვაკის პარკის თავზეა, კუს ტბის მხარეს. მთელი პლეადა იქ გავიზარდეთ. ახლა რომ წამოყვეს ვიღაცეებმა თავი და ყველა ჩხავის, ყველა იგინება, ყველა ფულს რომ ხედავს , რატომ? ხომ არის ისეთი საკითხები, რომელსაც მომავლის თვალით უნდა შეხედო. სამწუხაროდ, ბოლო ხანს, იქით გავლა უკვე შეუძლებელი იყო. ახლა, თუ ვინმე ხელს მოკიდებს ამ ტერიტორიას ძალიან კარგ საქმეს გააკეთებს. როგორ შეიძლება ამას შეეწინააღმდეგოს ადამიანი?!.

კახა მიქიაშვილი მსახიობი: "თვითონ ინვესტორმა ამ საკითხზე მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროვოს. თუ მშენებლობა უკანონოა და ის კანონს არღვევს, ბუნებრივია ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ. მაგრამ თუ ეს ადგილი ცალკეა, მოწესრიგდება და აშენდება იქაურობა ამაში ცუდი არაფერი არ არის. მე ვურჩევ ყველას, პირველ რიგში ინვესტორს, მეტად გაასაჯაროვოს და საზოგადოებას გააცნოს საჭირო ინფორმაცია. შეიგნებს ყველა, რომ ეს არის ცალკე ტერიტორია“.

ბონდო კალანდაძე, თბილისის ცნობილი მეღვინე: "რესტორანი "ბუდაპეშტი"კუს ტბის ასახვევთან იყო და ის ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი გახლდათ. განსაკუთრებით ზაფხულში. თუ ეს რესტორანი იმავე ადგილზე სასტუმროსთან ერთად გაიხსნება, ძალიან კარგია. უფრო მეტი ხალხი მივა. და ისტორია გაცოცხლდება! იმ ხალხს, ვინც იქ სასტუმროს თუ რესტორნის გახსნას გეგმავს, მინდა რჩევა მივცე, რესტორანში ძველი სახეები გააცოცხლოს, მოიგონოს დირექტორები, რომელთა მუშაობასთან არის დაკავშირებული ამ რესტორნის სახელი, ის ხალხი, ვინც იქ დადიოდა, თბილისის კოლორიტები. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ძველ სახელოვან რესტორანთან გვაქვს საქმე. კარგია აღდგეს, ამას მხოლოდ მივესალმები“.

გოგი სარაჯიშვილი ისტორიკოსი: "ეს ადგილი არასდროს არ იყო ვაკის პარკის ტერიტორია. თუ ეს ვაკის პარკია, მაშინ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია რა არის? თუ ინვესტორი ადგილზე არაფერს არ არღვევს რატომ არ უნდა მიეცეს მშენებლობის საშუალება გაუგებარია“. აქვე მკითხველს გავაცნობთ ერთ საინტერესო ფაქტს: ლონდონში, პირდაპირ Royal Park of Primrose-ში ინვესტორი საცხოვრებელ კომპლექსა და გესთჰაუსებს აშენებს. ისტორიულ პარკში მშენებლობა უახლოეს ხანში დასრულდება. მართალია ეს პარალელი ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება, რადგან ლონდონუისგან განსხვავებით აქ მშენებლობა მხოლოდ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება, მაგრამ კარგად აჩვენებს ევროპული საზოგადოების დამოკიდებულებას ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი