ყველაზე წარმატებული ქართველი ჟურნალისტები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ტელეარხებზე მუშაობენ

ყველაზე წარმატებული ქართველი ჟურნალისტები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ტელეარხებზე მუშაობენ

ქართველებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და თითქმის ყველა სფეროში აქვთ წარმატებული კარიერა. მათ შორის მედია სივრცეში. "ამბები.გე" იმ ქართველი ჟურნალისტებით დაინტერესდა, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ტელეკომპანიებში მუშაობენ.

ქეთევან გურჯისტანი

ევროპაში მომუშავე ქართველი ტელეწამყვანის ქეთევან გურჯისტანის შესახებ, საქართველოში რამდენიმე კვირის წინ გაიგეს. ის სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილია. მომხიბლავი და შარმიანი ტელეწამყვანი, France 24-ის ჟურნალისტია. ქეთევანი რეპორტიორი და არხის სპორტული გადაცემების რედაქტორია, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე აკეთებს სიუჟეტებს და ასევე, უძღვება გადაცემებს.

ნუნუკა ჯაფარიძე

კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი ჟურნალისტი ნუნუკა ჯაფარიძე მსოფლიოს უმსხვილესი ტელეკომპანია FOX-ში მუშაობს, მანამდე კი CNN-ის პირდაპირი ჩართვების პროდიუსერი იყო. მან 1998 წელს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში გაიმარჯვა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელი ამერიკის ჟურნალისტიკის "Western Kentucky UIniversity"-ში მოხვდა. შემდგომ associated press-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე გაიმარჯვა, რაც ძლიერ დაეხმარა, რომ მორიგ ეტაპზე ყველაზე პრესტიჟულ და მსხვილ ტელევიზიაში - CNN-ზე ეცადა ბედი. აქ მოხვედრა არა თუ უცხოელისთვის, არამედ ნებისმიერი ამერიკელი ჟურნალისტისთვის აუხდენელი ოცნებაა. მაგრამ ნუნუკამ შესარჩევი ტური წარმატებით გაიარა და მალე CNN-ის ატლანტის ოფისში დაიწყო მუშაობა, 1 წლის შემდეგ კი ვაშინგტონის ბიუროში გადაიყვანეს და უკვე 10 წელია იქ მუშაობს. ჰყავს ქართველი მეუღლე - შოთა და ორი გოგონა - ელენე და ლიზი.

ნათია აბრამია

ნათია აბრამია საქართველოში წარმატებული ჟურნალისტი იყო, თუმცა 2006 წელს მან და მისმა მეუღლემ, ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა საქართველო დატოვეს. ირაკლის C ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს, წყვილი სამკურნალოდ ლონდონში გაემგზავრა და ნათია აბრამიას წარმატებული კარიერაც სწორედ იქ დაიწყო. ის "ბი ბი სის" კორესპოდენტი გახდა, თავიდან რუსეთში და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ამზადებდა სიუჟეტებს, ახლა კი არხის ერთ-ერთი პროდუსერია. ზოგჯერ კორესპოდენტობაც უწევს. ლონდონში გამგზავრებამდე ნათია აბრამია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი იყო, მსოფლიოს არაერთ ლიდერთან აქვს ჩაწერილი ინტერვიუ, თუმცა ყველაზე მეტად დალაი ლამასთან ჩაწერილ ინტერვიუს გამოარჩევს. რამდენიმე წლის წინ ნათიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს პოზიციაზეც სცადა ბედი, თუმცა ის თავმჯდომარედ არ აირჩიეს.

თინა კანდელაკი

წარმატებულ ჟურნალისტებზე საუბარი თინა კანდელაკის გარეშე წარმოუდგენელი იქნება. ეპატაჟური, სკანდალური და ხმაურიანი თინა კანდელაკი რუსული ტელევიზიის ვარსკვლავია. მას სკანდალური ნაბიჯების და განცხადებების გამო უფრო იცნობენ, ვიდრე სატელევიზიო საქმიანობით. ის "დეტალების" და "ყველაზე ჭკვიანის" წამყვანია. თინა კანდელაკის სატელევიზიო კარიერა საქართველოში, "მეორე არხზე" დაიწყო. შემდეგ კი რუსეთში გაემგზავრა და საქმიანობა იქ გააგრძელა. ის ხშირად იქცევს ყურადღებას სკანდალების გამო. განსაკუთრებით უყვარს რუსეთის პრეზიდენტი, ასევე კადიროვი, მკაცრად აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილს. კანდელაკი ბიძინა ივანიშვილის მიმართაც სიმპატიით იყო განწყობილი, აპირებდა კიდეც მასთან შეხვედრას, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ამბობდნენ, რომ მისი კანდიდატურა განათლების მინისტრის პოსტზე განიხილებოდა.

სოფიკო შევარდნაძე

სოფიკო შევარდნაძე ხშირად სტუმრობს საქართველოს. ის რუსეთში ტელეკომპანია "Russia Today"-ს წამყვანია. პროფესიით ჟურნალისტია. სოფომ მოსკოვში გადასვლის გადაწყვეტილება დაახლოებით ათი წლის წინ მიიღო, მაშინ საფრანგეთში ცხოვრობდა, როცა მამამ ამის შესახებ გაუგო, დიდხანს არ ელაპარაკებოდა. "Russia Today"-ში მოულოდნელად აიყვანეს წამყვანად და დღეს ერთ-ერთი პოპულარული წამყვანია. სოფო ყველა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მოსკოვში თავს კარგად გრძნობს. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს.

თამარ ბოჭორიშვილი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 443 ახალი შემთხვევაა - როგორია ბოლო დღე-ღამის ეპიდვითარება რეგიონების მიხედვით

"გულისტკივილით მოგვმართა ვერის მოსახლეობამ..." - მერია აღადგენს ფერად პანოს, რომელზეც ილია ჭავჭავაძის ლექსია დატანილი

"სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა..." - მეუფე მელქისედეკი პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება