"ნიჭიერში" გამოსვლის შემდეგ ლოგინად ჩავარდნილი გოჩა ჭაბუკაიძე და უცნობი ისტორია, თუ როგორ შეცვალა ოთო ნემსაძემ მისი ცხოვრება

"ნიჭიერში" გამოსვლის შემდეგ ლოგინად ჩავარდნილი გოჩა ჭაბუკაიძე და უცნობი ისტორია, თუ როგორ შეცვალა ოთო ნემსაძემ მისი ცხოვრება

"ნიჭიერი" დასრულდა, თუმცა შოუმ მაყურებელს არაერთი აღმოჩენა დაუტოვა. არავინ იცის, შეინარჩუნებენ თუ არა ისინი პოპულარობას სამომავლოდ, თუმცა იმ სახალხო აღიარების ფონზე, რომელიც მათ სატელევიზიო შოუს წყალობით მოიპოვეს, შეიძლება ითქვას, რომ სამომავლოდ მეტი პერსპექტივა აქვთ, ვიდრე "ნიჭიერში" გამოჩენამდე.

მკითხველისთვის საინტერესოა, თუ რას საქმიანობდნენ კონკურსანტები მანამდე, ვიდრე ტელეეკრანზე გამოჩნდებოდნენ, ან როგორ აღმოჩდნენ "ნიჭიერის" შესარჩევ კონკურსზე. როგორც აღმოჩნდა, მომღერალ გოჩა ჭაბუკაიძის შოუში მოხვედრა მომღერალ ოთო ნემსაძის დამსახურებაა.

"გოჩა გავიცანი შემთხვევით რესტორანში, მეგობრის ქორწილში. მივირთმევდი შემწვარ ქათამს და ხელიდან ბარკალი გამივარდა, რომ დაიწყო სიმღერა. მოვტრიალდი და შოკირებული დავრჩი. მივხვდი, ძალიან ნიჭიერ ადამიანთან მქონდა საქმე. ვიცნობდი "ნიჭიერის" სამზარეულოსაც და შესაბამისად, გადავწყვიტე, მივხმარებოდი და დამერწმუნებინა იმაში, რომ ის ნამდვილად იმსახურებს სცენაზე დგომას. მგონი, გამომივიდა – ის "ნიჭიერის" აღმოჩენაა. უკეთილშობილეს, უწესიერეს, უპატიოსნეს ადამიანთან გვაქვს საქმე და ეს ასმაგად დასაფასებელია", - ამბობს ოთო ნემსაძე ჟურნალ "თბილისელებთან" საუბარში.

"თბილისელებს" თავად გოჩა ჭაბუკაიძეც ესაუბრა. როგორც მედავითნე მომღერალი ამბობს, შოუს მსვლელობის დროს მძიმედ ავადმყოფობდა.

"რაც პოპულარული გავხდი, იმის მერე ლოგინს არ მოვშორებივარ. ლოგინად ვარ ჩავარდნილი, სამჯერ შემიბრუნდა ვირუსი, მაღალი სიცხეები, ხველება. ამიტომაც მეშინოდა საკუთარი ტემბრით ხალხის წინაშე გამოსვლა. თუ ღმერთი ინებებს და კიდევ შევძლებ, ჩემი ტემბრით სცენაზე გამოსვლას, იქ ყველაფერს ნორმალურად ვაჩვენებ. სანამ სცენზე გავიდოდი, ნიკამაც და სხვებმაც დაინახეს, რომ საშინელი სპაზმები დამეწყო. ძალიან ცუდად გავხდი, ღმერთს ვევედრებოდი: ოღონდ სცენაზე არ ამიტყდეს ხველა-მეთქი. ძალიან ვღელავდი და ამან გამოიწვია ალბათ ყველაფერი. პირველი გამოსვლის შემდეგ ჩემზე იმხელა მადლი წამოვიდა, რომ მივხვდი, განსაცდელიც იქნებოდა. აქაც ღვთის განგებულება იყო დიდი: მან ინება ჩემი ამგვარი ყოფა იმის გამო, რომ მეორე, მესამე დღეს ძალიან პოპულარული ვიყავი, ადამიანური სისუსტეების გამო შეიძლება, ვერ გადამეტანა. თითქოს შემბოჭა, ლოგინში ჩამაწვინა: აქ გაიარე პოპულარობაო", - ამბობს გოჩა ჭაბუკაიძე გამოცემასთან ინტერვიუში.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?